top of page

ანა მახარაშვილი, MD, LPCA

275897713_1656827684658766_1435931569727420321_n.jpg

თერაპიაში გეხმარებით, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, გააძლიეროთ შინაგანი რესურსები და მიაღწიოთ რეალურ, ხელშესახებ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში.

ერთად შევქმნით უსაფრთხო და ემპათიურ სივრცეს, სადაც შეგეძლებათ იყოთ გულწრფელი და თავისუფალი. თითოეულ კლიენტთან ვმუშაობ ინდივიდუალურად, მის საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული, პრაქტიკული და ეფექტური ტექნიკების გამოყენებით.

ჩვენი მუშაობა არის სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული: ერთად ვსახავთ კონკრეტულ მიზნებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ შედეგებისკენ, რათა თერაპია იყოს არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ რეალურად გარდამქმნელი გამოცდილება.

ფსიქოთერაპიული მეთოდიკა

ვმუშაობ ძირითადად კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის (CBT) მიდგომით, რომელსაც ვაერთიანებ ფსიქოდინამიკურ და ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებთან, იმის მიხედვით, რა სჭირდება კონკრეტულ ადამიანს.

 

CBT გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ეფექტურად ვიმუშაოთ დღევანდელ სირთულეებზე და ვიპოვოთ პრაქტიკული გზები ცვლილებისთვის. პარალელურად, უფრო ღრმა მიდგომები გვეხმარება გავიგოთ, საიდან მოდის ეს სირთულეები, რა ქვეცნობიერი პროცესები, დალექილი გამოცდილებები და ფიქრის ნიმუშები დგას მათ უკან.

თუ ვხედავ, რომ თქვენი საკითხი ჩემს კომპეტენციას სცდება, ამას გულწრფელად გეტყვით და გირჩევთ შესაბამის სპეციალისტს, რათა არ დაკარგოთ დრო და მიიღოთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური დახმარება.

კომპეტენცია

განათლება

მივიღე მედიცინის დოქტორის ხარისხი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი მენტალური ჯანმრთელობის კონსულტირების მიმართულებით (Masters in Mental Health Counseling), ვალდენ უნივერსიტეტიდან.

ფსიქოთერაპია

მაქვს კლინიკური ფსიქოთერაპიის 5+ წლიანი გამოცდილება.

ფსიქოთერაპიის განათლება და სუპერვიზია მივიღე შეერთებულ შტატებში; 4 წლის განმავლობაში, ოფიციალურად გავიარე 8000+ კლინიკური საათი, რეგულარული სუპერვიზიით. (Southern Connecticut Behavioral Health, CT, USA) 

აკადემიური საქმიანობა

მაქვს უნივერსიტეტებში სწავლების 6+ წლიანი გამოცდილება (DTMU, TMA, Yale, New Vision University)

ამჟამად ვარ ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის კურსის ხელმძღვანელი თბილისის სამედიცინო აკადემიაში. 

სამეცნიერო საქმიანობა

2018 წლიდან ჩართული ვარ სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში. 2019-2024 წლებში ვიყავი მკვლევარ-მეცნიერი იელის უნივერსიტეტში (აქედან ბოლო 3 წელი ფსიქიატრიული მიმართულებით). გამოქვეყნებული მაქვს პუბლიკაციები და ნაშრომები წარდგენილი მაქვს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე. 

ADHD Georgia

2024 წლიდან, ვარ ორგანიზაცია ADHD ჯორჯიას თანადამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ყურადღების დეფიციტისა ან/და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებს და მათთან მომუშავე სპეციალისტებს. 

ADHD ჯორჯია ADHD ევროპის სრულუფლებიანი წევრია და 2+ წელია, სრულიად უანგაროდ ახორციელებს სხვადასხვა რელევანტურ ღონისძიებებსა და პროექტებს. 

პროფესიული წევრობა

American Counseling Association

Chi Sigma Iota International Honor Society

bottom of page