ჯერ გავარკვიოთ რა სერვისი გჭირდებათ:
🆘თუ გაქვთ გადაუდებელი პრობლემა ან აპირებთ ავნოთ სხვას ან საკუთარ თავს, აუცილებლად დარეკეთ 112-ში ან მიმართეთ უახლოეს ემერჯენსი განყოფილებას🆘
მე შემიძლია გაგიწიოთ შემდეგი ამბულატორიული სერვისები, მხოლოდ წინასწარ ჩაწერით:
❇ ფსიქოთერაპია (120-170 ლ, 60 წუთი) - ვირტუალური სესიები 1-2 კვირაში ერთხელ. ფსიქოთერაპიის დაწყების შემთხვევაში, სარგებლობთ 20-25 წუთიანი უფასო კონსულტაციით.
❇ დიაგნოსტიკა (150ლ, 60 წუთი) - მენტალური ჯანმრთელობის საფუძვლიანი შეფასება. გაიცემა წერილობითი დასკვნა.
❇ კონსულტაცია (70 ლ, 30 წუთი) - სერვისი მხოლოდ ზედაპირული დაკვალიანებისთვის. კონსულტაცია არ მოიცავს ფსიქოთერაპიის პროცესსა და დიაგნოსტირებას. არ გაიცემა წერილობითი დასკვნა. ამ სერვისით სარგებლობენ ისინი, ვისაც თერაპევტთან გასაუბრება და ზოგადი მიმართულება სჭირდებათ.