top of page

მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა

მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკისთვის, უპირველეს ყოვლისა სასურველია მიმართოთ ფსიქიატრს. დიაგნოსტირება ასევე შეუძლია ნეიროფსიქოლოგს ან კლინიკურ ფსიქოთერაპევტს (მე). 

თუ გსურთ ჩემთან დიაგნოსტიკის გავლა, გაითვალისწინეთ, რომ მე არ მაქვს უფლება გამოვწერო წამალი და ვერ გავცემ ფორმა 100ს.

დიაგნოსტირებისას ვხელმძღვანელობ DSM-5-ს მიხედვით და ვითვალისწინებ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ეთიკის კოდექსს. საჭიროებისამებრ, ვიყენებ კითხვარებს და სხვა ინსტრუმენტებს. დიაგნოსტირების ბოლოს, გაიცემა დეტალური სადიაგნოსტიკო დასკვნა და რეკომენდაციები. 

შეხვედრა ხდება ონლაინ, აუდიო-ვიდეო ზარის მეშვეობით.

ძირითადად, დიაგნოსტიკას ეთმობა 1 საათი, თუმცა თუ დამატებითი შეხვედრა გახდა საჭირო (თქვენთან ან თქვენს ოჯახის წევრებთან) ამისთვის არ იხდით დამატებით საფასურს. 

ქვემოთ, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი დრო, შეავსეთ ფორმა და დაახლოებით 3-5 სამუშაო დღეში, მეილზე გადმოგეგზავნებათ დასტური და დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ.  

თუ არ მოგივიდათ მეილი 1 კვირის განმავლობაში, გთხოვთ მომწეროთ:
terapevtiana@gmail.com

WhatsApp: +1 203 999 3762

bottom of page