ჩემი მიდგომა
״მჯერა ადამიანების სიკარგის და ვფიქრობ, კლიენტმა ყველაზე უკეთ იცის, თუ რა სჭირდება მას და როგორ უნდა იცხოვროს. უპირატესობას ვანიჭებ
არა-იერარქიულ თერაპიას, სადაც მე კლიენტის თანასწორი ვარ და არა ყოვლისმცოდნე მკურნალი.
მძულს სიტყვა ზარმაცი!״
თერაპია შენს სივრცეში
სერვისები
ფსიქოთერაპია
თქვენი პირადი ფაქტორების გათვალისწინებით, ერთად შევარჩევთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას, თქვენი მიზნების მისაღწევად. თერაპია შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური, ოჯახის, ან წყვილის.
კორპორატიული სერვისები
შემიძლია შემოგთავაზოთ მენტალური ჯანმრთელობისთვის რელევანტური ლექციები, ტრენინგები და ვორქშოფები. ვთანამშრომლობ სოციალურ ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, კორპორაციებთან, მენტალური ჯანმრთელობის დაწესებულებებთან და სხვ.
დიაგნოსტიკა
მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკისთვის უმჯობესია მიმართოთ ლიცენზირებულ ფსიქიატრს.
ჩემთან დიაგნოსტირება ხდება მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომებით და რელევანტური სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტებით. გაიცემა დეტალური წერილობითი დასკვნა, მაგრამ არ გაიცემა ფორმა100.
ADHD მიმართულება
ვარ „ADHD ჯორჯია“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. აქტიურად ვმუშაობ ყურადღების დეფიციტისა და/ან ჰიპერაქტიურობის სინდრომის სფეროში, როგორც ჩემს კლინიკურ პრ აქტიკაში, ასევე სამეცნიერო კვლევებში, ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და სხვა შესაბამის საქმიანობებში.
ჩემთან დაგხვდებათ
კონფიდენციალურობა და ეთიკის უმაღლესი სტანდარტი
ვხელმძღვანელობ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ეთიკის კოდექსით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები კლიენტის უსაფრთხოებას, რომელიც ყალიბდება თერაპიული საზღვრების და კონფიდენციალურობის დაცვით. კლიენტს უნდა ჰქონდეს ნდობისა და უსაფრთხოების განცდა, სხვაგვარად თერაპია ვერ იქნება ეფექტური.
ემპათია და მიმღებლობა
მე არ განვსჯი თქვენს ქცევას ან გადაწყვეტილებებს. ემპათიით ვეკიდები იმ საკითხებს რაც გაწუხებთ და გაგებით ვუდგები თქვენს ნებისმიერ მდგომარეობას. მიხარია თქვენი წარმატება და განვიცდი, როცა ცუდად ხართ. მე არ ვარ თქვენი მეგობარი, თუმცა გთავაზობთ მეგობრულ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას.
თქვენზე მორგებული მიდგომა
ჩემი ძირითადი მიმართულებაა CBT (კოგნიტურ-ბიჰეივორული თერაპია), თუმცა საჭიროებისამებრ ვიყენებ ფსიქოდინამიურ მიდგომებს (მაგალითად, ფსიქოანალიზს). არ მაქვს ერთი კონკრეტული სტილი, ვცდილობ შემოგთავაზოთ ის მიდგომა რაც თქვენ გჭირდებათ და რაც თქვენზე უკეთ მუშაობს - ამას ვარკვევთ პროცესში.
პროექტები
სტიპენდია სკოლის მოსწავლეებისთვის
2022-2024 წლებში გავაკეთე პირადი სტიპენდია წარჩინებული სკოლის მოსწავლეების წასახალისებლად.
რადგან სტიპენდიის ძირითადი სპონსორები იყვნენ აშშ-ში მომუშავე ქართველი მედიკოსები, ამ ეტაპზე პროგრამა შეჩერებულია, ქვეყანაში მიღებული ე.წ. "უცხოური გავლენის კანონის" გამო. ჩვენ უარს ვამბობთ დავრეგისტრირდეთ აგენტებად.
ჩემი ნაამბობი
მე და"ნაამბობი" დავძმობილდით და გავუდექით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმავალ კოხტა გზას.
ორგანიზაციის მიზანია გააძლიეროს ქალები, მე კი მათთვის სტატიებს ვწერდი, ძირითადად მენტალური ჯანმრთელობის კუთხით.
ჩემი სვეტი ნახეთ აქ.
ბავშვთა ADHD კვლევა
საქართველოში
იელის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოში ჩავატარე სამეცნიერო კვლევა ბავშვთა ყურადღების დეფიციტისა და/ან ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესასწავლად. პუბლიკაციას გამოვაქვეყნებთ უახლოეს მომავალში.
გუნდის წევრები არიან ნინი ელბაქიძე, მაია მაჭავარიანი, მარიამ ხაბეიშვილი, ნია კაჭკაჭიშვილი, ქეთი ქუტიძე და ანი ცქიტიშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
მხოლოდ დისტანციურად მუშაობთ?
დიახ, მხოლოდ დისტანციურად ვმუშაობ. კვლევებმა აჩვენა, რომ დისტანციურად მიღებული მენტალური ჯანმრთელობის სერვისები სთავაზობს კლიენტს ლოჯისტიკურ კომფორტს, ხარისხის შემცირების გარეშე. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კლიენტისთვის უფრო უკეთესი იქნება რეალურ სივრცეში თერაპია და ასეთ კლიენტებს ყოველთვის ვამისამართებ შესაბამის სპეციალისტებთან.
რამდენ ხანში მექნება შედეგი თერაპიაში?
თერაპიის ეფექტურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და წინასწარ ვერ გეტყვით რამდენი სესია დაგჭირდებათ. ძირითადად, კლიენტები პროგრესს ამჩნევენ 5-6 სესიის შემდეგ, თუმცა შემდგომ რჩებიან თერაპიაში 1-2 წელი, რადგან მოსწონთ თვითგანვითარების პროცესი. არის პრობლემები რომლებსაც მხოლოდ 8-10 სესია სჭირდება, მაგალითად გლოვა.
რა სიხშირით უნდა ვიარო?
რა სიხშირითაც თქვენ გსურთ და რაც თქვენთვის რელევანტურია. ძირითადად ვიწყებთ კვირაში ერთხელ და შემდგომ საჭიროებისამ ებრ ვცვლით სესიებს შორის ინტერვალს. ზოგი კლიენტი დადის თვეში ერთხელ, ზოგი 2 კვირაში ერთხელ.